(video) ქვეყანას მართავს ადამიანი, რომელმაც ქვეყანაში დაამკვიდრა პორნოკრატია

ბებიაჩემი მზია წერეთელი

saakshviliოდესის გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი, საქართველოში მიმდინარე პროცესებს აფასებს და NDI-ის კვლევებზე საუბრისას ამბობს, რომ „როგორც გავბანძდით, ისეთ სიბანძეში ვცხოვრობთ”.

ოდესის გუბერნატორი მისი მართველობის პერიოდს იხსენებს და ამბობს, რომ ის 2012 წლის არჩევნებზე მოსახლეობას ერთ კითხვას უსვამდა, ცხოვრობდნენ თუ არა ისინი 2003 წელზე უკეთესად. დღეს კი მოქალაქეებმა პარალელები 2012 წელთან უნდა გავლონ და კითხვა დაუსვან საკუთარ თავს, ცხოვრობენ თუ არა ისინი უკეთესად ვიდრე 2012 წელს.

მე ჩემ ქვეყანაში პრობლემები შემიქმნეს და იძულებული ვიყავი ის დამეტოვებინა, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩემი ოჯახი მანდ ცხოვრობს, ჩემი ბევრი მეგობარი მანდ ცხოვრობს და რა თქმა უნდა, ჩემი გული საქართველოსთვის ძგერს და რა თქმა უნდა, ვადევნებ თვალს მოვლენებს. ძალიან მარტივია ყველაფერი, არჩევნებს აქვს ფასი, 2012 წელს, საარჩევნო კამპანიისას მე ერთი და იგივე კითხვას ვსვამდი ყოველთვის, როცა ხალხს ვხვდებოდი – ვცხოვრობთ თუ არა ჩვენ უკეთესად 2012-ში, ვიდრე 2003-ში და ყოველთვის ხალხი პასუხობდა ერთხმად – დიახ. ახლა ყველა ქართველმა უნდა დაუსვას თავის თავს იგივე კითხვა – ცხოვრობთ თუ არა უკეთესად 2016-ში, ვიდრე 2012-ში? თქვენ ნახეთ გამოკითხვები, მე მგონი ამაზე პასუხი გაცემულია. ამიტომ, როდესაც ასე სცემს პასუხს, შესაბამისად უნდა მისცე ხმა.

იმის მაგივრად, რომ ხალხს მისცენ გამოკვების საშუალება, თავის შვილების პერსპექტივა, დახარჯეს მთელი ფული, რაც დავუტოვეთ, დავუტოვეთ ჯანდაცვის სისტემა გამზადებული იყო და აამოქმედეს და დახარჯეს მილიარდები, რომელიც დატოვებული იყო, დახარჯეს მილიარდები სხვა თემებზე, მაგრამ საბოლოო ჯამში მივიღეთ ის, რომ რეალურად ქვეყანა აღმოჩნდა ჩიხში იმიტომ, რომ ქვეყანას მართავს ადამიანი, რომელმაც დაამკვიდრა პორნოკრატია, რა თემებზეა ლაპარაკი, ქართულ ნიუსებზე უკვე გული მისკდება, ყოველ დღე არის თემა, ახალი ვიდეო გამოჩნდა თუ არა, როდისმე ჩემ დროს გაგიგიათ ასეთი რამე? როცა ვმართავდი საქართველოს, უფიქრია ვინმე როდისმე, რომ ხვალ შეიძლება მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო გამოქვეყნებულიყო? როდისმე გაგიგიათ იმ “ავადსახსენებლი” 9 წლის განმავლობაში ამაზე ლაპარაკი? ჩვენ დროს თემა იყო, გავხსენით ახალი უნივერსიტეტი, ახალი კომპლექსი, გზის მონაკვეთი, დავასაქმეთ ამდენი ხალხი, ახლა თემაა ეს, შესაბამისად, როგორც გავბანძდით, ისე სიბანძეში ვცხოვრობთ, რა გიკვირთ”, – განაცხადა სააკაშვილმა “არჩევანის” ეთერში.

 

https://youtu.be/fCpQ3vJw6oo

banner
წინა სტატიაში(video) მიხეილ სააკაშვილი: ოდესის მერი შესახედაობითაც კი გავს ასლან აბაშიძეს, გეგონება ასლანის რეინკარნაცია
შემდეგი სტატია(video) საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქართველ ხალხს მიმართავს