4.8 C
Tbilisi
სამშაბათი, ნოემბერი 10, 2026
banner

პორნოგრაფიული ვიდეო რუსთავის ავტობუსის ეკრანზე — რა განცხადებას ავრცელებს სატრანსპორტო სამსახური

რუსთავის ავტობუსების ეკრანებზე +18 შინაარსის ვიდეოს ჩართვასთან დაკავშირებით რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტი განცხადებას ავრცელებს.

„რუსთავის მუნიციპალურ ავტობუსებში არსებული მონიტორების სერვერზე განხორციელდა კიბერ შეტევა, რის შედეგადაც ეკრანზე, რამოდენიმე წამის განმავლობაში აისახა უცენზურო შინაარსის კადრი. მუნიციპალური ტრანსპორტის სამსახურმა მყისიერად მოახდინა რეაგირება. ამ მომენტისთვის ავტობუსებში არსებული ყველა მონიტორი გათიშულია და მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მუშაობს შესაბამისი უწყება“,_ ნათქვამია განცხადებაში

დღეს მოქალაქემ სოციალურ ქსელში დაწერა: „დღეს #4 ავტობუსით იმგზავრეს ბავშვებმა. მოულოდნელად ეკრანზე ჩაირთო პორნო. საზოგადოებრივ ავტობუსში! არ ვიცი მგზავრმა გააზიარა ეკრანზე თუ როგორ ჩაირთო, მაგრამ ეს არის მიუღებელი. ვერ გამორთო ეკრანი მძღოლმა და მონიტორს ქურთუკი დააფარა. იმედი მაქვს რეაგირება ექნებათ და მსგავსი ფაქტი არ განმეორდება”

banner
წინა სტატიაშიბათუმში 58-სართულიანი ცათამბჯენის აშენება იგეგმება
შემდეგი სტატიაგერმანიასა და საფრანგეთში მასშტაბური საპროტესტო აქციებისთვის ემზადებიან