„პორნო საიტები ბავშვებისთვის უნდა აიკრძალოს, მოზარდებისთვის კი – ფასიანი გახდეს“, – დიმიტრი ხუნდაძე

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტიის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის თქმით პორნო საიტები ბავშვებისთვის უნდა აიკრძალოს, მოზარდებისთვის კი ფასიანი გახდეს. მისი თქმით, უნდა შეიქმნას კომისია, რომელიც აღნიშნულ კანონმდებლობაზე იმუშავებს.

ხუნდაძემ განაცხადა, რომ ბავშვები საკმაოდ ინტენსიურად მოიხმარენ ინტერნეტს და უნდა დავიცვათ საფრთხეებისგან.

„ამ საფრთხეებში მე ვგულისხმობ პორნო საიტებზე ამ ინფორმაციის წვდომის სიადვილეს. ინფორმაციები, რომელიც შეიძლება ზიანის მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს ბავშვებისთვის, ის უნდა დაიბლოკოს, თუმცა თუ ვინმეს წვდომა ჰქონდეს ამ ტიპის ინფორმაციაზე, მათ შეეძლებათ გარკვეული საფასურის გადახდის შემდეგ ეს ინფორმაცია მათთვის იყოს ხელმისაწვდომი“, – განაცხადა დეპუტატმა.

banner
წინა სტატიაშიგრემის 58-ე დაჯილდოების გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია
შემდეგი სტატია“ეს ჩვეულებრივი წერილია”, – ეკა ბესელია პოლიტპატიმართა ე.წ. უცნობი სიის შესახებ