ფორმულას ჟურნალისტსა და ოპერატორს “სირცხვილიას” ოფისთან თავს დაესხნენ და ქვები დაუშინეს (ვიდეო)

ფორმულას ჟურნალისტსა და ოპერატორს, ვინც ძალადობრივი ჯგუფების სირცხვილიას ოფისთან მისვლას აშუქებდნენ, ეს ჯგუფები თავს დაესხნენ და ქვები დაუშინეს.

ჟურნალისტი ლუკა ხაჩიძე და ნიკოლოზ ქალიაშვილი სირცხვილიას ოფისის უკანა სადარბაზოსთან მუშაობდნენ, რა დროსაც მათთან ძალადობრივი ჯგუფები მივიდნენ და კუთხეში მოამწყვდიეს.

როგორც კადრებიდანაც ჩანდა, შემთხვევის ადგილას რამდენიმე პოლიციელი მუშაობდა, რომლებმაც ჟურნალისტს თავის დახრისკენ მოუწოდეს, რათა ქვები არ მოხვედროდა.

საბოლოოდ გადამღები ჯგუფი პოლიციამ ადგილს განარიდა.

https://youtu.be/oQYpFqHQxDI

banner
წინა სტატიაშითბილისის მე-13 საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალის გამარჯვებულები გამოვლიდნენ
შემდეგი სტატიააქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და ჯვარი აღმართეს