ფორმულას ჟურნალისტ, ცირა ჟვანიას მოსამართლემ 10-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ფორმულას სოციალური მედიის ჟურნალისტ ცირა ჟვანიას რუსთაველის გამზირის გადაკეტვის საბაბით, 10-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მიიღო.

ჟურნალისტი “ოცნების” პოლიციამ დღეს დააკავა.

ქართული ოცნების პოლიციას დაკავებული ჰყავს ფორმულას კიდევ ორი ჟურნალისტი და წამყვანი – ვახო სანაია და ქეთა ციცქიშვილი, გზის გადაკეტვის საბაბით. ვახო სანაიას 6-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა აქვს მისჯილი, ქეთა ციცქიშვილს – 5.

banner
წინა სტატიაშიდღეს აკავებენ ადამიანს, რომელმაც წლები ბრძოლაში გაატარა, სამართლიანობისა და სიმართლისთის ბრძოლაში!
შემდეგი სტატიასაზღვაო ტრანსპორტის სააგენტო: ყულევში შემოსული გემი არ არის საერთაშორისო სანქციების ქვეშ