ფორმულას ტელეწამყვან ვახო სანაიაზე თავდასხმა “თავისუფლების, საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიის წინააღმდეგ ბრძოლის გამოვლინებაა

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას შეფასებით, ფორმულას ტელეწამყვან ვახო სანაიაზე თავდასხმა “თავისუფლების, საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიის წინააღმდეგ ბრძოლის გამოვლინებაა”.

“ის ატმოსფერო, რომელსაც ქმნის ივანიშვილის პროპაგანდა წლების განმავლობაში, განსაკუთრებით, ბოლო პერიოდში, როდესაც [ირაკლი] ღარიბაშვილის მსგავსი ფიგურა გამოდის წინა პლაზე და აქვს ის გზავნილი, რაც აქვს – სიძულვილის, ქვეყნის დაყოფის, დაპირისპირების, ძალადობის და რეპრესიების, ეს ამის პირდაპირი შედეგია. ჩვენ გვაქვს ამ ტიპის ძალადობაზე დაუსჯელობის ისტორია”, – ამბობს გიგა ბოკერია.

ტელეწამყვანი ვახო სანაია მასზე თავდასხმასა მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირებს. იგი ყვება, რომ აგრესია მას შემდეგ დაიწყო, რაც იგი პირბადის გარეშე იცნეს, ამის შემდეგ კი დაიწყეს ტელევიზიების ლანძღვა.

banner
წინა სტატიაშიგიგი უგულავა: თალაკვაძისნაირი ბრიყვების განცხადებაზე კომენტარს არ გავაკეთებ
შემდეგი სტატიაფორმულას ტელეწამყვანი ვახო სანაია მასზე თავდასხმის დეტალებს ყვება