„ფორმულას“ განცხადება ქეთა ციცქიშვილის დაკავებაზე

ჟურნალისტ ქეთა ციცქიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით ტვ “ფორმულა” განცხადებას ავრცელებს:

„დღეს, 20 ოქტომბერს, რეჟიმის პოლიციამ დააკავა „ფორმულას“ კიდევ ერთი წამყვანი, ჟურნალისტი ქეთა ციცქიშვილი. მიზეზი, სავარაუდოდ, აქციაში მონაწილეობაა. გუშინ რეჟიმის სასამართლომ ანალოგიური საბაბით 6 დღით საპატიმროში ჩასვა „ფორმულას“ წამყვანი, ჟურნალისტი ვახო სანაია.
„ფორმულა“ ჟურნალისტების გახშირებულ დევნას განიხილავს შეტევად დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ, რომლის მიზანი კრიტიკული აზრის ჩახშობაა.
მოვითხოვთ ქეთა ციცქიშვილის გათავისუფლებას, ასევე მოვუწოდებთ საერთაშორისო მეგობრებს ქმედითი მხარდაჭერისკენ, რათა რეჟიმმა კრიტიკული მედიის დევნისთვის შესაბამისი პოლიტიკური ფასი გადაიხადოს. მიუხედავად მძიმე სამუშაო პირობებისა, „ფორმულა“ განაგრძობს თავისუფალი სიტყვის დაცვას“, – ნათქვამია “ფორმულას” განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში“ჩინურმა ქოცებმა” მიიღეს გადაწყვეტილება რეჟიმს პირი მობანონ – ანა წითლიძე გახარიას პარტიაზე
შემდეგი სტატიაჟურნალისტური ეთიკის ქარტია ციცქიშვილის დაკავებაზე: მედია ოცნების სამიზნედ რჩება