„ფორმულას“ ცნობით, ჟურნალისტ გურამ როგავაზე შესაძლო თავდამსხმელის შესახებ მომზადებული სიუჟეტის შემდეგ გურამ როგავა და ელისო ჯარიაშვილი გამოკითხვაზე დაიბარეს.
როგავა საქართველოში არ იმყოფება და გამოკითხვა ონლაინ შედგება.
ტელეკომპანია „ფორმულა“ ამბობს, რომ გამოავლინა არხის ყოფილ ჟურნალისტზე, გურამ როგავაზე თავდამსხმელის ვინაობა.
გადაცემის „ნამდვილი ამბავი ელისო ჯარიაშვილთან“ საგამოძიებო რეპორტაჟი ეთერში 5 მაისს გავიდა.
გადაცემაში დაასახელეს თავდამსხმელის ინიციალები – ი.შ., რომელსაც ტელეარხი დაუკავშირდა – მან გურამ როგავაზე თავდასხმა უარყო.
ინფორმაციისთვის, გურამ როგავა 2024 წლის 29 ნოემბერს საპროტესტო აქციის დაშლას პირდაპირ ეთერში აშუქებდა, რა დროსაც სპეცრაზმელი თავს დაესხა. მას დაფარული ჰქონდა სახე და არ გქონდა არანაირი მაიდენტიფირებელი ნიშანი. შედეგად გურამ როგავამ კისრის მე-7 მალის (მოტეხილობა) და სახის ძვლების მოტეხილობა მიიღო.
თავდასხმიდან წელიწად-ნახევრის შემდეგაც ჟურნალისტზე თავდამსხმელი არ დასჯილა.














