„ფორმულა ასეთია: დარჩება ბიძინა ივანიშვილი, არ დარჩება ქართული სახელმწიფო” – გუბაზ სანიკიძე

„ჩვენ რაღაც სიახლეებს შემოვიტანთ ქართულ პოლიტიკაში“ – ამის შესახებ განცხადება გუბაზ სანიკიძემ გააკეთა. ირაკლი ოქრუაშვილის თანაპარტიელი აცხადებს, რომ ახალ პოლიტიკურ მოძრაობა „გამარჯვებულ საქართველოში” დიდი გამოცდილების და პოლიტიკური წარსულის მქონე პირები იქნებიან გაერთიანებული.

„ჩვენ გვინდა, რომ ნოვაცია შემოვიტანოთ ქართულ პოლიტიკაში. ეს იქნება ლიდერების გაერთიანება,“ – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

მისივე თქმით, „გამარჯვებული საქართველოს” წევრებს შორის ახალი სახეებიც იქნებიან. გუბაზ სანიკიძის განცხადებით, ახალ მოძრაობაში ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს არავინ იიღებს.

გუბაზ სანიკიძე აცხადებს, რომ ახალი ძალა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება დასრულდეს.

„ფორმულა ასეთია: დარჩება ბიძინა ივანიშვილი, არ დარჩება ქართული სახელმწიფო. ჩემი სამშობლოს მტერია ის,“ – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

banner
წინა სტატიაშიეს სახადი არის გადასატანი, სამშობლო საფრთხეშია – ვალერი გელბახიანი
შემდეგი სტატიასაქართველომ ფუნქცია დაკარგა – კოტე კემულარია