ფორმას რაც შეეხება, ყვავილით ხომ არ დააკავებენ? – კალაძე პოლიციის მიერ აქტივისტების დაკავებაზე

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული აქტივისტების შესახებ დასმულ შეკითხვას, რომელიც დღეს მათი დაკავების მიუღებელ ფორმას ეხებოდა, თბილისის მერმა კახა კალაძემ გნაცხადა:

„უწყების ხელმძღვანელმა შესაბამისი განცხადება გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ მიმდინარეობს ადამიანების იდენტიფიცირება, რადგან საკმაოდ მრავლად იყვნენ ის პირები, ვინც უშუალოდ შტურმს ახორციელებდა პრეზიდენტის სასახლეზე […] პოლიცია შესაბამის ღონისძიებას მიმართავს მათ მიმართ, ვისაც დანაშაული აქვს ჩადენილი, რა თქმა უნდა, უწყება კანონის ფარგლებში მოქმედებს.

ვინმემ კანონი დაარღვია? არა, შესაბამისად, მიმდინარეობს ადამიანების დაკავება. ფორმას რაც შეეხება, ყვავილებით ხომ არ დააკავებენ? არის ეჭვმიტანილი, დამნაშავე და ჩვეულებრივად აკავებენ. ყველა დამნაშავე პასუხს აგებს.

ზრდასრული ადამიანები თავიანთ ქმედებებსა და გადაწყვეტილებებში ყველა თავისუფალია, ვერავის შეზღუდავ, მაგრამ როდესაც არღვევ კანონს, ჩვენ ცივილიზებულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, შესაბამისად, ყველაფერს მოჰყვება რეაგირება”. – თქვა კალაძემ.

დღეს, 17 ოქტომბრის დილას დაკავებულების ნაწილის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ პოლიცია და სპეცრაზმი მათ სახლებში შეუვარდა. ნაწილი ამბობს, რომ იმ დროს სახლში ბავშვებიც ჰყავდათ.

banner
წინა სტატიაშიდაიწყეთ მზადება თბილისის წიგნის დღეებისთვის – ღონისძიების გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი
შემდეგი სტატიაუკრაინა და რუსეთი ჯერ არ არიან მზად სამშვიდობო შეთანხმების დასადებად – ვენსი