ფორმა 100 მე არ გამომიწერია – ბრეგაძე სააკაშვილის გაწერაზე

იუსტიციის მინისტრი ბრეგაძე არ აკონკრეტებს კონკრეტულად რომელმა ექიმებმა მიიღეს გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან მიხეილ სააკაშვილის გაწერაზე გადაწყვეტილება. მისი თქმით, პროცედურები დაცული იყო, თუმცა ვინ აწერს ხელს “ფორმა 100”-ს ამ დრომდე უცნობია.

“სხვანაირად ვერ გამოიწერება ხოლმე “ფორმა 100″. მე არ გამომიწერია, ამას წერს სამედიცინო პერსონალი და ჰოსპიტალი. მე როგორ უნდა გიპასუხოთ იქ კონკრეტულად ვინ იცოდა ჰოსპიტალში. ნახეთ ჩვენთვის რა არის მთავარი, მას შემდეგ, როცა პაციენტი არის გაწერილი საავადმყოფოდან და ის არის ბრალდებული ან მსჯავრდებული, შესახლებულია სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებაში. ამ შემთხვევაში ბუნებრივია ეს არის ჩვენი ვალდებულება, რომ იგი დაბრუნებული იყოს იქ, საიდანაც გაყვანილი იყო ჰოსპიტალში. ეს არის კანონი, რომელიც ამ ქვეყანაში უნდა აღსრულდეს”, – თქვა რატი ბრეგაძემ.

მას არ დაუკონკრეტებია როდის გეგმავენ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას, თუმცა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილებას ექიმებთან კონსულტაციის შემდეგ მიიღებენ.

banner
წინა სტატიაშიზალკალიანი – ძალისხმევას არ ვიშურებთ, რომ მჭიდრო კავშირი შევინარჩუნოთ ქვეყნიდან გასულ მოქალაქეებთან
შემდეგი სტატიათამარ გაბუნია ბუსტერდოზით აიცრა