პოპულარული მომღერალი კრის ბრაუნი შეიარაღებული თავდასხმის ბრალდებით დააკავეს

ცნობილი ამერიკელი მომღერალი, 27 წლის კრის ბრაუნი შეიარაღებული თავდასხმის ბრალდებით საკუთარ სახლში დააკავეს.
სამართალდამცავთა ცნობით, მომღერალთან სტუმრად მისულმა ქალმა პოლიციაში დარეკა და განაცხადა, რომ ბრაუნი მას იარაღით დაემუქრა.

თავად მომღერალმა დაკავებამდე სოციალურ ქსელში დაწერა, რომ არაფერი ჩაუდენია და როდესაც გაიღვიძა, საკუთარ სახლთან პოლიცია აღმოაჩინა.
ბრაუნი მთელი დღის განმავლობაში უარს აცხადებდა სახლიდან გასვლაზე, თუმცა საბოლოოდ პოლიციას ჩაბარდა.

გოგონა, რომელმაც კრის ბრაუნს უჩივლა მოდელი ბეილი ქურო აღმოჩნდა. მისი თქმით, ბრაუნის სახლში წვეულებაზე იმყოფებოდა, როდესაც ერთ-ერთი სტუმრის ყელსაბამს ათვალიერებდა, რა დროსაც მას მომღერალი იარაღით მიეჭრა და უყვიროდა, მას მოშორებოდა.

მოდელის თქმით მან პოლიციაში დარეკა და ბრაუნის სახლი დატოვა.

მომღერალი წარსულშიც არაერთხელ დაუკავებია პოლიციას, მათ შორის 2009 წელს მომღერალ რიჰანაზე ფიზიკური ძალადობისთვის.

banner
წინა სტატიაშიაზერბაიჯანში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტით დაიწყო
შემდეგი სტატია“ისლამური სახელმწიფოს” მთავარი სტრატეგი ლიკვიდირებულია