პოპოვი კუჭავას ადვოკატთან შეხვედრას ფარული კამერით იწერდა(ფოტო+ვიდეო)

iuytasბიძინა კუჭავას ადვოკატი ნათია კორკოტაძე, დავით პოპოვს შეხვდა. გამოძიების ვერსიით სწორედ პოპოვების მანქანაში მოიკლა თავი “საქართველოს ხმის” დამფუძნებელმა ბიძინა კუჭავამ. შეხვედა ადვოკატ ნათია კორკოტაძესა და დავიტ პოპოვს შორის დიღომში პოპოვის ინიციატივით გაიმართა. შეხვედარის დროს დავით პოპოვმა ტერიტორია მოლოდნელად დატოვა. მას ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია და აგრესიით გამოირჩეოდა. კუჭავას ადვოკატის განცხადებით, შეხვედრაზე მისული დავით პოპოვი , შეხვედრას ფარულად იღებდა. ნათია კორკოტაძის თქმით, მას ტანსაცმელზე მიმაგრებული ჰქონდა ფარული კამერა, რომელიც მათ შეამჩნიეს, სწორედ ამის შემდეგ მიიღო პოპოვმა წასვლის გადაწყვეტილება. ადვოკატი ვარაუდობს, რომ პოპოვს სურდა შეხვედრა ფარულად გადაეღო და შემდეგ კადრები როგორც მასზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტი წარედგინა პროკურატურაში.

თავად პოპოვმა განაცხადა , რომ ის ბიძინა კუჭავას იცნობდა და მას ის ორჯერ ჰყავდა ნანახი.

https://youtu.be/xlhrdtGQPwg

 

banner
წინა სტატიაშირუსეთის ეკონომიკა 2016 წელს იმაზე მეტად დავარდება, ვიდრე ელოდებიან
შემდეგი სტატია“უკვე იმ ასაკში არ ვარ” – სააკაშვილმა ნარკოტიკებსა და პირად ჰარემზე ისაუბრა