ფოფხაძე: “ქართულმა ოცნებამ” ამოწურა ყველა მორალური უფლება თავისი ოპონენტი დაიჭიროს

პოლიტიკოს გედევან ფოფხაძის თქმით, “ქართულმა ოცნებამ” ყველა მორალური უფლება ამოწურა ოპონენტები დაიჭიროს და “ნაციონალურ მოძრაობასთან” პრეტენზიები ჰქონდეს.

“ნამდვილად მგონია, რომ “ქართულმა ოცნებამ” ამოწურა ყველა მორალური უფლება თავისი ოპონენტი დაიჭიროს და მოათავსოს საპყრობილეში. ამოწურა ყველა მორალური უფლება ჰქონდეს პრეტენზიები “ნაციონალურ მოძრაობასთან” და იმ სისხლიან 9 წელთან, იმიტომ, რომ მათი ცხრა წელი ამ ქვეყნის სრული კატასტროფაა, სრული სტაგნაცია ქვეყნის განვითარებაში. ძალიან კარგად მესმის, რომ თუ სააკაშვილი დარჩება ციხეში, ძალიან ბევრს მოგვიწევს მისი ბედის გაზიარება იმიტომ, რომ ეს ხელისუფლება არ გაჩერდება”, – თქვა გედევან ფოფხაძემ.

banner
წინა სტატიაშისარჯველაძე: თუ მართლა ასეთი საუბრები მიმდინარეობს გამოძიების დასრულებამდე საერთაშორისო ასპარეზზე, ეს კარგი არ არის
შემდეგი სტატია“იყო მცდელობა, ჩვენი საქმიდან გამომდინარე უნდოდათ წინა ხელისუფლების ხელმძღვანელობაზე გასულიყვნენ”