ფოფხაძე : გავერთიანდეთ მჩაგვრელების წინააღმდეგ

“ჩემი მთავარი გზავნილი დიდუბე-ჩუღურეთის ამომრჩევლის მიმართ არის, გავერთიანდეთ მჩაგვრელების წინააღმდეგ”. – ამის შესახებ ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსის დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გედევან ფოფხაძემ რუსთავი2-ის ეთერში ილაპარაკა.

მისი თქმით, დიდუბე-ჩუღურეთს აქვს სპეციფიკური თავისებურებები, თუმცა ფოფხაძე თვლის, რომ ერთ ცალკე აღებულ ოლქში შეუძლებელია რამე ისეთი გაკეთდეს, რომ პირობითად, ისნის ცხოვრებასა და დიდუბე-ჩუღურეთის ცხოვრებას შორის კონტრასტი დიდი იყოს.

“დღეს მქონდა დიღმის მასივში ამომრჩეველთან შეხვედრა, შემდეგ მოვაწყვეთ მსვლელობა უბანში და ამ მსვლელობის პროცესში გავაჟღერეთ ჩვენი ძირითადი გზავნილები საზოგადოების მიმართ, რა მიგვაჩნია, რომ 31 ოქტომბერთან იყოს ასოცირებული და რა ძირითადი გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ 31 ოქტომბერთან დაკავშირებით.

მე მესმის, რომ დიდუბე-ჩუღურეთს აქვს სპეციფიკური თავისებურებები, იქ შეიძლება ბიზნესი და საერთოდ საწარმო და საქმიანი ურთიერთობები ცოტა უფრო სხვანაირად განვითარდეს და იყოს სპეციფიკური ძალისხმევა სახელმწიფოს მხრიდან ამა თუ იმ მიმართულების განვითარების, მარგამ მე არ მჯერა იმის, რომ ერთ ცალკე აღებულ ოლქში შესაძლებელია რაღაც ისე გაკეთდეს, რომ კონტრასტი დიდი იყოს ისნის ცხოვრებასა და დიდუბე-ჩუღურეთის ცხოვრებას შორის”. – ამბობს ფოფხაძე.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს, 120/30-ზე სისტემით ჩატარდება.

დიდუბე-ჩუღურეთის საარჩევნო ოლქში ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი პარტია გირჩის ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძეა, ამავე ოლქში ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი, გია ვოლსკი იქნება.

banner
წინა სტატიაშიროლანდ ფიფია: სქური, ლუგელა, ლებარდე გახდება საერთაშორისო სამედიცინო ტურისტული ცენტრები
შემდეგი სტატიაგამყრელიძე : მეორე ტალღა უფრო ძლიერია რიცხობრივად, შედარებით მსუბუქია სიმძიმის თვალსაზრისით