პოპასნოეში რუსებმა საევაკუაციო ავტობუსები დაცხრილეს, რომლებშიც 50-მდე მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფებოდა

პოპასნოეში რუსმა ოკუპანტებმა მშვიდობიანი მოქალაქეებით სავსე ავტობუსები დაცხრილეს. 50-მდე მოქალაქე დაბომბილი ქალაქიდან გამოსვლას ცდილობდა, თუმცა რუსებმა კვლავ დაარღვიეს სიჩუმის რეჟიმი და ცეცხლი საევაკუაციო დერეფნების მიმართულებით გახსნეს.

“სიჩუმის რეჟიმის” დარღვევის შესახებ ინფორმაციას ქალაქის ადმინისტრაცია ადასტურებს. დაჭრილებსა და გარდაცვლილებზე დამატებითი ინფორმაცია ამ დრომდე არ გავრცელებულა.

აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის ევაკუაცია ქალაქიდან გუშინ ღამე დაიწყო. მანამდე 2 ავტობუსი გამოვიდა ქალაქიდან და ევაკუაცია 31-მა ადამიანმა შეძლო.

banner
წინა სტატიაშიდახურულ სივრცეში პირბადის ტარება შესაძლოა, მხოლოდ გარკვეული ჯგუფისთვის დარჩეს სავალდებულო
შემდეგი სტატიაიზიუმში დაღუპული ქართველი მებრძოლის ვინაობა ცნობილია