აშშ-ისრაელის იერიშების შედეგად აიათოლა ალი ხამენეის დაღუპვის შემდეგ ფონიჭალის მეჩეთ “აჰლი ბეითის” ახუნდმა, რახიდ ქერიმოვმა ხამენეის “მოწამეობა დალოცა” და აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მსოფლიოში “ყველაზე უარესი” და “ამორალური” ადამიანი უწოდა.
“ჩვენ ალაჰს ვეკუთვნით და მასთან დავბრუნდებით.
ყველაზე მოწყალე, ყველაზე ლმობიერი ღმერთის სახელით.
მორწმუნეებს შორის არიან კაცები, რომლებიც ერთგულნი რჩებიან ღმერთთან დადებული აღთქმის. ზოგიერთმა მათგანმა შეასრულა თავისი აღთქმა, ზოგი კი იცდის და არანაირად არ შეუცვლია თავისი აღთქმა. დღეს დილით სამწუხარო ამბავი გავიგეთ. მსოფლიოში ყველაზე უარესი კაცის, ამორალურობის მაგალითის ხელით, რომელმაც მუსლიმთა სისხლი დაღვარა და ბავშვების მკვლელად არის ცნობილი, ღმერთის ღირსეული მსახური მოწამებრივად აღწესრულა.
დაე დაილოცოს სეიდ ალი ხამენეის მოწამეობა!”_ დაწერა ქერიმოვმა 1-ელ მარტს.
















