ფონიჭალაში ტრაილერი ქვეითს დაეჯახა – კაცი ადგილზე გარდაიცვალა

რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

საავტომობოილო გზის ფონიჭალის მონაკვეთზე სომხეთიდან მომავალი ტრაილერი 70 წლამდე კაცს დაეჯახა, რომელიც ე.წ. ზებრა გადასასვლელზე გადადიოდა. მომხდარის შედეგად კაცი ადგილზე გარდაიცვალა.

ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებია მობილიზებული.

ავარიის გამო, დაახლოებით 1 საათის განმავლობაში რუსთავი-თბილისის ცენტრალურ გზაზე მიმოსვლა შეჩერებული იყო.

წინა სტატიაშიავარია ზუგდიდში – ერთმანეთს 5 ავტომობილი შეეჯახა
შემდეგი სტატიადამენია – ნაცვლად იმის, რომ 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორებზე მიმდინარეობდეს სამართლებრივი დევნა, ხელისუფლება მათ პროპუტინული პარტიის ჩამოყალიბებაში ეხმარება