ფონიჭალაში ტრაილერი გადაბრუნდა, რუსთავის მიმართულებით მოძრაობა შემოვლითი გზით შეიძლება

თბილისში, ფონიჭალასთან ტრაილერი გადაბრუნდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

“აღნიშნულთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი შედგება და მძღოლი 125-ე მუხლის მე-10 ნაწილის (სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, აგრეთვე სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება) შესაბამისად დაჯარიმდება”, – ამბობენ შსს-ში.

ავტოსაგზაო შემთხვევის გამო რუსთავის მიმართულებით მძოლები შემოვლითი გზით მოძრაობენ.

banner
წინა სტატიაში„გირჩი” ნიკა გვარამიას განცხადებას ემიჯნება
შემდეგი სტატიაქრთამის აღების ბრალდებით, ქედის მერიის თანამშრომელი დააკავეს