ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების დროს დაშავებულები, მცირეწლოვანი ბავშვის ჩათვლით დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს. დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. პაციენტებს დიაგნოსტიკური კვლევები უტარდებათ.

ექიმების შეფასებით, პაციენტებმა დამწვრობები ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად მიიღეს.

„ჩვენს კლინიკაში შემოვიდა სამი პაციენტიო. სამწუხაროდ, სამივე ერთი და იგივე ოჯახის წარმომადგნელები: ბაბუა, შვილი და მამა. სამივეს აღნიშნება სხვადასხვა მიდომოებზე თერმული დაზიანებები, ძირითადად აქვთ დამწვარი მტევნები, სახეები, გულმკერდი და ქვემო კიდურები. ამ წუთებში სამივე მათგანი იმყოფება დამწვრობითი შოკის მდგომარეობაში,“- აცხადებს დამწვრობის ცენტრის დირექტორი, გუგა ქაშიბაძე.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ზაზა ბოხუას თქმით, პაციენტების მდგომარეობა საკმაოდ სერიოზული, მაგრამ სტაბილურია.

„ამ წუთებში მათი მდგომარეობა საკმაოდ სერიოზულია. მდგომარეობა სტაბილურია. სათანადო მკურნალობა და დიაგნოსტიკური კვლევები იქნება, აქედან გამომდინარე აყვანილია კონტროლზე,“- აცხადებს ბოხუა.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ბახტაძე – დარწმუნებული ვარ, 28 ნოემბერს ქართველი ხალხი გააკეთებს ისეთ არჩევანს, რომელიც ჩვენს ეროვნულ ინტერესებშია
შემდეგი სტატიაფონიჭალაში აფეთქების დროს ნანგერევებში მოყოლილ დედას და ჩვილს, მაშველები ამ დრომდე ეძებენ