ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსისი 240-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.

აფეთქება ზემო ფონიჭალაში დღეს დილით მოხდა. შემთხვევა სავარაუდოდ გაზის გაჭონვამ გამოწვია, რის შედეგადაც დაშავდა 3 ადამიანი. 44 წლის ბაბუა, 24 წლის შვილი და 6 წლის შვილივილი, რომლებიც ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში არიან მოთავსებული და მათი მდგომარეობა მძიმეა.

საცხოვრებელ კორპუსში ასევე ჩამოინგრა რთული კონსტრუქცია და ამ დროისთვის დედა-შვილის ძებნის სამუშაოები მიმდინარეობს, რისთვისაც სამაშველო სამსახური სპეციალურ ტექნიკას გამოიყენებს.

banner
წინა სტატიაში“გული მტკივა, რომ ეს ტკივილი მივაყენე ადამიანებს” – მეჩითოვი ბოდიშს იხდის
შემდეგი სტატიამამუკა ბახტაძე – მნიშვნელოვან ყურადღებას ვუთმობთ, რომ თავდაცვის სისტემაში სწორედ ჯანდაცვის კომპონენტი იყოს ყველაზე მაღალ ხარისხში წარმოდგენილი