ფონიჭალაში, აფეთქების ადგილზე კახა კალაძე და შალვა ხუციშვილი მივიდნენ

ფონიჭალაში, აფეთქების ადგილზე თბილისის მერი კახა კალაძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი, შალვა ხუციშვილი მივიდნენ.

კალაძემ და ხუციშვილმა შემთხვევის ადგილი დაათვალიერეს და მომხდარის შესახებ ინფორმაცია მიიღეს.

ფონიჭალაში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, მათგან სამი დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. დაშავებულები არიან 44 წლის მამაკაცი, მისი 24 წლის შვილი და 6 წლის შვილიშვილი. მაშველები ამ დრომდე ეძებენ დედა-შვილს, რომელიც სავარაუდოდ, ნანგრევებშია მოყოლილი.

ზემო ფონიჭალის 23-ე კორპუსში აფეთქება სავარაუდოდ, ბუნებრივმა აირმა გამოიწვია.

banner
წინა სტატიაშითეიმურაზ კუპატაძე: ადგილზე დროულად გამოცხადდა საპატრულო და სამაშველო სამსახურები, გრძელდება დაშავებულთა ძებნის ღონისძიებები
შემდეგი სტატია“გული მტკივა, რომ ეს ტკივილი მივაყენე ადამიანებს” – მეჩითოვი ბოდიშს იხდის