ფონიჭალაში, 33 ოჯახს საცხოვრებელი ფართები დაუკანონდება

ფონიჭალაში მცხოვრებ 33 ოჯახს საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართები დაუკანონდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„ძალიან ბევრ იოჯახი ცხოვრობს საცხოვრებელ ფართებში, სადაც შვილები და შვილიშვილები გაზარდეს, თუმცა მათ დაკანონებას ვერ ახერხებენ. შესაბამისად, დღეს გამოგვაქვს ფონიჭალის მესამე მიკრორაიონის 28-ეკორპუსისა და მეოთხე მიკრორაიონის მე-11კორპუსში მცხოვრები 33 ოჯახისთვის საცხოვრებელი ფართების დაკანონების გადაწყვეტილება. მათ ეს ფართები სიმბოლურ ფასად გადაეცემათ და დაუკანონდებათ. ჩვენ ამ მიმართულებით მუშაობას მომავალშიც განვაგრძობთ და ვისაც ეს საკითხი აწუხებს, ჩვენი მხრიდან მაქსიმალური თანადგომა ექნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, საცხოვრებელი ფართები ცაიშის ქუჩის N36-ში მცხოვრებ 23 ოჯახსაც დაუკანონდა.

banner
წინა სტატიაშიხეების მოასფალტება-“ეს რაღაც ახალია…ასეთ კომპანიებთან ვერ ვიმუშავებთ…ეს არის მიზანმიმართულად გაკეთებული”
შემდეგი სტატიადაკავება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე