ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ75-კმ97 მონაკვეთზე, მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

banner
წინა სტატიაში“2006 წლის თავს სააკაშვილი დაგვესხა, ხეობა წაგვართვა და როცა ომობანა გაითამაშა, ტერიტორიები ჩააბარა”
შემდეგი სტატიაე.წ. რუსმა და აფახაზმა მესაზღვრეებმა სკოლის მოსწავლეები გაათავისუფლეს