ფონდმა „ქართუმ“ საქართველოს რაგბის კავშირს სამი ახალი სარაგბო კომპლექსი გადასცა

ფონდმა „ქართუმ“ საქართველოს რაგბის კავშირს სამი ახალი, ულტრათანამედროვე სარაგბო კომპლექსი გადასცა.

როგორც სპორტის სამინისტროში აცხადებენ, ახალი სარაგბო კომპლექსების ინვესტიციის ჯამური მოცულობა 18 800 000 ლარზე მეტია.

„ქართულ სარაგბო ინფრასტრუქტურას უკვე შეემატა ორი ახალი ბაზა თბილისში, ერთი კი თელავში. ყველა კომპლექსს აქვს ბუნებრივ და ხელოვნურსაფარიანი მოედნები. თბილისში ტრიბუნები 2344 მაყურებელზეა გათვლილი, თელავის კომპლექსის ტრიბუნები კი 2244 მაყურებელს იტევს.

სარაგბო კომპლექსებში ასევე გათვალისწინებულია: ყინულის და საცურაო აუზები, ძალოსნობისდარბაზები, ღია სარეკრეაციო ზონები, ვიდეო-ანალიზის ოთახი, საკომენტატორო ოთახები, საკონფერენციო სივრცეები, ექიმისა და დოპინგ-კონტროლის ოთახები და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურა. როგორც სამინისტროში განმარტავენ, ფონდ „ქართუს“ მიერ შექმნილმა ინფრასტრუქტურამ გახადა შესაძლებელი, 2017 წელს საქართველოს მსოფლიო ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის ემასპინძლა”, – აცხადებენ სამინისტროში.

სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში სწორედ საქართველოს აქვს ყველაზე განვითარებული სარაგბო ინფრასტრუქტურა. ეროვნული ნაკრები კი, მსოფლიო რეიტინგში მე-13 ადგილს იკავებს.

banner
წინა სტატიაშიდიახ, ოპოზიციურ კანდიდატს დავუჭერთ მხარს სალომე ზურაბიშვილის საწინააღმდეგოდ – ვაშაძე ბოკერიას პასუხობს
შემდეგი სტატიაზურა ჯაფარიძე-დღევანდელ ღონისძიებაზე მარიხუანა არ გაიყიდება