ფონდმა „ქართუმ“ ჯანდაცვის სამინისტროს ოთხი მილიონი პირბადე გადასცა

საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ქართული კომპანია სამედიცინო პირბადეების წარმოებას აგრძელებს. ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის მომარაგების მიზნით, ადგილობრივი წარმოების ოთხი მილიონი სამედიცინო პირბადე ფონდმა „ქართუმ“ შეიძინა და სახელმწიფოს სრულიად უსასყიდლოდ გადასცა, – ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული.

„პირბადეები ქართულმა კომპანიამ შეკერა. ეს არის უმაღლესი ხარისხის, სამშრიანი სამედიცინო ნიღბები, რომლებიც სერტიფიცირებულია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ და სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან“, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკმა მომხმარებელს ფაქტორინგი ციფრულ ეკოსისტემაში შესთავაზა
შემდეგი სტატიატურიზმის ადმინისტრაცია – მესტიაში მზად არის 18 სასტუმრო 327 ოთახით, სადაც საკარანტინო სივრცეები განთავსდება