ფონდი „სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის“ ცეცხლის წაკიდებით დაზიანებისა და განადგურების ფაქტზე ბრალდებულ ბ.ქ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

2020 წლის 22 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის შუამდგომლობა და ქ.თბილისში, ფონდი „სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის“ ცეცხლის წაკიდებით დაზიანებისა და განადგურების ფაქტზე ბრალდებულ ბ.ქ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 19 აპრილს, დღის საათებში, ქ. თბილისში, გიორგი სააკაძის მოედანი №10-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბ.ქ.-მ პოლიტიკური ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, კონკრეტული პოლიტიკური პარტიისადმი უარყოფითი დამოკიდებულების გამოსახატად, საწვავის გამოყენებით ცეცხლი წაუკიდა ფონდი „სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის“ პირველ სართულს, რამაც გამოიწვია სხვისი ქონების დაზიანება და განადგურება. ბ.ქ.-ს ქმედების შედეგად ფონდი „სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკას“ მიადგა ქონებრივი ზიანი.

სამართალდამცველებმა ბ.ქ. 2020 წლის 19 აპრილს დააკავეს. ბ.ქ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (პოლიტიკური ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით სხვისი ნივთის განზრახ დაზიანება და განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახით სამიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებული ბ.ქ. ქმედების განხორციელებისას იმყოფებოდა განზრახი ძალადობრივი დანაშაულისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრის ქვეშ, ასევე, მან დაარღვია სხვა სისხლის სამართლის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს პირობები.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

banner
წინა სტატიაშიხელისუფლება მიზნობრივი სოციალური და ბიზნესის დახმარების ანტიკრიზისულ ნაბიჯებსა და შეზღუდვების თანმიმდევრული შემსუბუქების გეგმას 24 აპრილს წარმოადგენს
შემდეგი სტატიადიმიტრი ხუნდაძე: პრემიერის ხელმძღვანელობით შექმნილი საკოორდინაციო საბჭო გამორჩეულად ეფექტურად მუშაობს