“ფონდი მომავლისთვის” ორგანიზებით საქველმოქმედო აქცია “შეიძინე ერთით მეტი” მიმდინარეობს

“ფონდი მომავლისთვის” ორგანიზებით საქველმოქმედო აქცია “შეიძინე ერთით მეტი” მიმდინარეობს. ინფორმაციას სოციალურ ქსელში პირველი კლასიკური გიმნაზიის დირექტორი თამარ კაპანაძე ავრცელებს.

“როდესაც თქვენი ოჯახისთვის პროდუქტების შესაძენად ქვემოთ ჩამოთვლილ მაღაზიებში შეხვალთ, გახსოვდეთ რომ თქვენს ირგვლივ ცხოვრობს უამრავი მარტოხელა მოხუცი, მარტოხელა დედა, მრავალშვილიანი ოჯახი, შშმ პირები, რომლებსაც ჩვენს ქვეყანაში კორონა ვირუსით გამოწვეულმა ვითარებამ წაართვა მინიმალური სარჩო.

მათთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს თქვენს მიერ შეძენილ პროდუქტებს.

ეხლა ერთმანეთზე ზრუნვის დროა! ნუ დაელოდები სხვას! მიიღე მონაწილეობა აქციაში “შეიძინე ერთით მეტი ” და განათავსე საქველმოქმედო კალათაში.

საქველმოქმედო კალათები განთავსდება მაღაზიათა ქსელებში: “ევროპროდუქტი”, “გუდვილი”, “ნიკორა” “სუპერმარკეტი სპარი”, “ეკონომმიქსი”, პერმარკეტი “მაგნიტი”, სუპერმარკეტი “ზღაპარი”.

მე მივიღე მონაწილეობა, ჩაერთე შენც!”, – წერს თამარ კაპანაძე სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშიქუთაისის ინფექციურში ხუთ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
შემდეგი სტატიაგიორგი რამაზაშვილი: „მძიმე დღეები გვიდგას ქართველ ემიგრანტებს იტალიაში“