ფონდ “იავნანას“ საქმე – დაკითხვაზე კახა ბუხრაშვილიც დაიბარეს

საქველმოქმედო ფონდ “იავნანას“ საქმესთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ დაკითხვაზე რეჟისორი კახა ბუხრაშვილი დაიბარეს. ის ერთ-ერთი წარმომადგენელია იმ შემოქმედებითი ჯგუფისა, რომელიც საქველმოქმედო ფონდში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაიკითხება.

ფონდ “იავნანას“ შემოქმედებით ჯგუფის წევრების ნაწილი პროკურატურაში გუშინაც დაიბარეს, თუმცა მათ სასამართლო წესით დაკითხვა მოითხოვეს.

,,დაბარებული იქნენ შემოქმედებით ჯგუფის წევრები. მეტი გახსნილობისთვის გამოთქვეს სურვილი, რომ ჩვენება მისცენ სასამართლოში, რადგან ყველა პროცედურა ,,იავნანაში“ მიმდინარეობდა ღიად, გახსნილად და კანონის საფუძველზე. ჩვენ გვინდა, რომ საზოგადოებამ ეს ნახოს გამოძიების ეტაპზევე და საზოგადოების ყოველდღიური ჩართულობა იყოს მეტი“-განაცხადა ადვოკატმა ვახტანგ კვიჟინაძემ.

შეგახსენებთ, გამოძიება ფონდიდან ქველმოქმედების მიზნით მოგროვებული თანხების გაფლანგვას იძიებს, რასაც თავად ფონდის დამფუძნებელი, პაატა ბურჭულაძე აბსურდად და პოლიტიკურ დევნად აფასებს.

banner
წინა სტატიაშიროდესაც გვერდით გყავს ისეთ ძლიერი და აგრესიული მეზობელი, როგორიცაა რუსეთი, ჩვენი მთავარი ძალა ჩვენი მოკავშირეები არიან
შემდეგი სტატიაშვილმდკვარი მშობლები – მალხაზ მაჩალიკაშვილმა დოდო გუგეშაშვილს მიუსამძიმრა (+ვიდეო)