ფონ კრამონი: ორივე მხარე აწარმოებს საშინელ პოლიტიკურ თამაშს მათი მოქალაქეების ხარჯზე

ორივე მხარე აწარმოებს საშინელ პოლიტიკურ თამაშს მათი მოქალაქეების ხარჯზე, – ამის შესახებ ევროპარლმანტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა, სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ შარლ მიშელის შუამავლობით გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით დაწერა.

„სიმართლე რომ ვთქვათ, უდიდეს ოპოზიციურ პარტიას, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ არც უცდია ევროკავშირთან გაფორმებული ამ ერთობლივი შეთანხმების ხელმოწერა. ასე რომ, ორივე მხარე აწარმოებს საშინელ პოლიტიკურ თამაშს მათი მოქალაქეების ხარჯზე. ეს ყველაფერი ხელს არაფერს უწყობს“, – წერს ვიოლა ფონ კრამონი.​

 

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია: როგორც ჩანს, ეს დიქტატურა აგვისტოში თავის მსუსხავ ხელს კიდევ ბევრჯერ გამოყოფს
შემდეგი სტატია“ბოლოდროინდელი მოვლენების ფონზე, ზალკალიანის ინტერვიუ განსაკუთრებით სასაცილოდ ჩანს” | კრამონი საქართველოში ჩამოდის