ფონ კრამონი: ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით ჩვენ ძალიან იმედგაცრუებულები ვართ მმართველი პარტიით

ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით ჩვენ ძალიან იმედგაცრუებული ვართ მმართველი პარტიით, – ამის შესახებ ვროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხდა.

როგორც ვიოლა ფონ კრამონმა აღნიშნა, ევროპარლამენტს სურს, ნახოს, რომ საქართველომ არ გადაუხვია ტრანსატლანტიკური ევროპული გზიდან.

„შეთანხმება ჯერ კიდევ ძალაშია, მიუხედავად იმისა, თუ „ქართული ოცნება“ არ გრძნობს თავს ვალდებულად შეასრულოს შეთანხმება. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, ვნახოთ საქართველო ევროპულ გზაზე და ეს შეთანხმება არის ამ ევროპული ინტეგრაციის გზის ნაწილი. ვიზალიბერალიზაციის სანქციებზე საუბარი ძალიან ადრეა. ჩვენ გვსურს, ვიხილოთ საქართველო ევროპულ გზაზე, როგორც ჩვენ მანამდე შევთანხმდით. ვიმედოვნებ, რომ საქართველოს მოქალაქეები ასევე ხვდებიან ამას. ჩვენ გვსურს, ვიხილოთ საქართველო ევროკავშირში ყველა კულტურული მრავალფეროვნებით. საქართველოს შეუძლია, შეინარჩუნოს ტრადიციები იმდენად, რამდენადაც სურს. არ არის ტრადიციების მიტოვების ვალდებულება. ამ პერიოდში ჩემზე არ არის დამოკიდებული, სანქციებთან დაკავშირებით რამე გადავწყვიტო. მე აქ სხვა მისიით ვარ. აქ ვარ, რომ ვესაუბრო კოლეგებს საქართველოს პარლამენტში დიალოგზე, პროცედურაზე, როგორ გაიზარდოს ოპოზიციური უფლებები პარლამენტში ძალაუფლების განაწილებასთან დაკავშირებით. ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით ჩვენ ძალიან იმედგაცრუებულები ვართ მმართველი პარტიით. ამაზე კითხვა არ არსებობს. მიუხედავად ამისა, ჩვენ, როგორც ევროპელები შევასრულებთ ვალდებულებას. ვიმუშავებთ ვალდებულების განხორციელებაზე. ჩვენ გვსურს, ვნახოთ, რომ საქართველომ არ გადაუხვია ტრანსატლანტიკური ევროპული გზიდან“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანის მიმართ პროტესტის ნიშნად კონკურს “ლიდერას” კიდევ ერთი მონაწილე – პოეტი ირაკლი კაკაბაძე გამოეთიშა
შემდეგი სტატიაპროტესტის ნიშნად “ლიტერას” კიდევ ერთი კონკურსანტი, ეკა ქევანიშვილი ტოვებს