ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ბუდაპეშტში გამართულ პრაიდის მსვლელობას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. მან მხარდაჭერა გამოუცხადა უნგრეთის ლგბტქი+ თემს და აღნიშნა, რომ მათ უკვე აქვთ შესაძლებლობა, საკუთარი უფლებები შიშის გარეშე დააფიქსირონ.
„დღეს ბუდაპეშტის ქუჩები სიხარულითა და სიამაყით არის სავსე. ათასობით ადამიანი შეიკრიბა თავისუფლებისა და იმ უფლების აღსანიშნავად, რომ იყვნენ ან გახდნენ საკუთარი თავები. მიხარია, რომ უნგრეთის ლგბტქი+ თემს საბოლოოდ შეუძლია, ჩაატაროს მსვლელობა შიშის გარეშე. დღეს მთელი ევროპა ამაყია“, — წერს ფონ დერ ლაიენი.
უნგრეთის ხელისუფლებაში პეტერ მადიარის მთავრობის მოსვლის შემდეგ, პრაიდის მსვლელობა ქვეყანაში ოფიციალურად პირველად ჩატარდა. ბუდაპეშტის ქუჩებში გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობა 10 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო.
















