ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი მიიჩნევს, რომ ევროპა სტრატეგიულ შეცდომას დაუშვებს, თუ რუსულ წიაღისეულ საწვავზე დაბრუნებით ენერგეტიკული ფასების ზრდის შეჩერებას შეეცდება.
„მიმდინარე კრიზისში ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ჩვენ უნდა მივატოვოთ ჩვენი გრძელვადიანი სტრატეგია და დავუბრუნდეთ კიდეც რუსულ წიაღისეულ საწვავს. ეს სტრატეგიული შეცდომა იქნებოდა“, – დასძინა ევროკომისიის პრეზიდენტმა.














