ფონ დერ ლაიენი: დაშოშმინების პოლიტიკა პუტინს ვერ შეაჩერებს

დაშოშმინების პოლიტიკა პუტინს ვერ შეაჩერებს, – ასე გამოეხმაურა ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მოსკოვში ვიზიტს.

როგორც ურსულა ფონ დერ ლაიენი წერს, მხოლოდ ერთიანობა და მონდომება გაუხსნის გზას უკრაინაში ხანგრძლივ მშვიდობას.

„უნგრეთის პრემიერი მოსკოვს სტუმრობს. დაშოშმინების პოლიტიკა პუტინს ვერ შეაჩერებს. მხოლოდ ერთიანობა და მონდომება გაუხსნის გზას უკრაინაში ყოვლისმომცველ, სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობას“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მოსკოვში ჩავიდა. ორბანი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება. გავრცელებული ინფორმაციით, უნგრეთში იმყოფება ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტოც.

banner
წინა სტატიაშიჯოზეფ ბორელი – ვიქტორ ორბანის მოსკოვში ვიზიტი შედგება მხოლოდ უნგრეთსა და რუსეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების და არა – ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის ფარგლებში
შემდეგი სტატიასაქართველოს ყრუთა კავშირში საარჩევნო სიახლეებისა და ტექნოლოგიების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა