პომპეომ და ლავროვმა სოჭში საერთო მიზნებსა და უთანხმოებებზე ისაუბრეს

მოსკოვისა და ვაშინგტონის ხედვები რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებთ ერთმანეთს არ ემთხვევა, მაგრამ მხარეებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ ისეთი საკითხები იპოვონ, რომელიც ერთმანეთთან კავშირს გააუმჯობესებს – აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან შეხვედრაზე განაცხადა, რომელიც 14 მაისს სოჭში შედგა – “დოიჩე ველე” წერს.
პომპეოს თქმით, მისი ვიზიტის მიზანია “ორმხრივი ურთიერთობის აღდგენა” – ასეთი იყო დონალდ ტრამპის სურვილი.

თავის მხრივ, სერგეი ლავროვმა განახადა, რომ “დროა ახალი, უფრო პასუხისმგებლიანი და კონსტრუქციული მატრიცის შექმნა ერთმანეთის პრობლემების აღსაქმელად… ჩვენ ბევრი პრობლემა გვაქვს, რომელიც დაუყოვნებელი ზომების მიღებას საჭიროებს, ასევე, გრძელვადიანი სისტემური გადაწყვეტილებას, რომელიც სტრატეგიული სტაბილურობის სფეროსაც ეხება და ტერორიზმთან ბრძოლის ეფექტურ მუშაობას – “დოიჩე ველე” წერს.

banner
წინა სტატიაშისაუდის არაბეთში ნავთობსადგურებს დრონებმა შეუტიეს
შემდეგი სტატიაპარლამენტში გიორგი ქობულიასთან შეხვედრა გაიმართება