პომპეო საპატრიარქოში ილია მეორეს შეხვდა

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საპატრიარქოში მივიდა. ის პატრიარქ ილია მეორეს შეხვდა.

“სახელმწიფო მდივანი პომპეო სიამოვნებით შეხვდა მის უწმინდესობას, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ ილია II-ს. შეხვედრისას სახელმწიფო მდივანმა და მისმა უწმინდესობამ განიხილეს საქართველოს მნიშვნელოვანი როლი მსოფლიოში რელიგიის თავისუფლების მხარდაჭერის კუთხით”, – დაწერა აშშ-ს საელჩომ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მანამდე პომპეო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას შეხვდა. ორივე შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო.

საპატრიარქოში ვიზიტის შემდეგ პომპეო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება, რის შემდეგაც საქართველოს დატოვებს.

პარალელურად ოპოზიცია და აქტივისტები რამდენიმე ლოკაციაზე მდუმარე აქციას მართავენ.

პომპეო საქართველოს გუშინ, 17 ნოემბერს ეწვია

banner
წინა სტატიაშიგიგი უგულავა : მთელ მსოფლიოს, მათ შორის მაიკ პომპეოს ვუგზავნით გზავნილს, რომ ვართ თავისუფლების მოყვარე ერი, რომელიც არ შეეგუება არჩევნების გაყალბებას
შემდეგი სტატიაოპოზიციური პარტიები აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოსადმი მიმართვას ავრცელებენ