პომპეო მერკელს ბერლინში ესტუმრა

აშშ-ს სახელმწიფო მდეივანი მაიკ პომპეო 31 მაისს გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს შეხვდა. შეხვედრა, უფრო მეტად პროტოკოლურ ხასიათს ატარებდა და სულ 45 წუთი გაგრძელდა – “დოიჩე ველე” წერს. შეხვედრის შემდეგ არ გამართულა პრეს-კონფერენცია.

აშშ-ს მოკავშირეების სიაში გერმანია პირველ ადგილებზე არ დგას, ამიტომ პომპეოს თითქმის ერთი წელი დასჭირდა ბერლინში ვიზიტისათვის გამოენახა დრო. მეტიც, მაისში დაგეგმილი შეხვედრა უკანასკნელ წუთს გადაიდო, მაშინ პომპეო ბერლინის ნაცვლად ბაღდადში გაფრინდა – გამოცემა წერს.

banner
წინა სტატიაშიფილიპინელმა ტერორისტებმა ჰოლანდიელი მძევალი მოკლეს
შემდეგი სტატიაჯოან როულინგი ჰარი პოტერზე ახალ ისტორიებს გამოაქვეყნებს