პოლტავას რეგიონში ოკუპანტებმა სავაჭრო ცენტრი დამბობეს , სადაც 1000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფებოდა (ვიდეო)

უკრაინაში, კრემენჩუკის რაიონში ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. თავდასხმის დროს სავაჭრო ცენტრში 1 000-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.

თავდასხმას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა. ზელენსკი ამბობს, რომ მსხვერპლის რიცხვის წარმოდგენაც კი რთულია.

“ოკუპანტებმა რაკეტები ესროლეს სავაჭრო ცენტრს, რომელშიც ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფებოდა. სავაჭრო ცენტრი იწვის, მაშველები ცეცხლს ებრძვიან.

რუსეთის არმიას საფრთხე არ ემუქრებოდა. არანაირი სტრატეგიული ღირებულება ობიექტს არ აქვს. მხოლოდ ადამიანების მცდელობა, იცხოვრონ ნორმალური ცხოვრებით, რაც ასე აბრაზებს ოკუპანტებს.

რუსეთი აგრძელებს თავის სისასტიკეს რიგითი მოქალაქეების მიმართ. მისი მხრიდან ადეკვატურობისა და ჰუმანურობის იმედის ქონას აზრი არ აქვს”– წერს ზელენსკი.

მისი ცნობით, ამ დროისთვის მეხანძრე-მაშველები დიდ ფართობზე გავრცელებული ხანძრის ლიკვიდაციას ცდილობენ.

წინა სტატიაშიჯო ბაიდენი და ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებენ, რომ აშშ და ევროკავშირი ერთობლივად მოძებნიან ახალ შესაძლებლობებს ენერგოდამოუკიდებლობისთვის
შემდეგი სტატიამაშველებმა ფშავში, სტიქიის ზონაში მამაკაცის ცხედარი იპოვეს