პოლტავას ოლქის ტერიტორიაზე სამდღიანი გლოვა გამოცხადდა

რუსი ოკუპანტების მიერ, 27 ივნისს ქალაქ კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, პოლტავას ოლქის ტერიტორიაზე 28, 29 და 30 ივნისი გლოვის დღეებად გამოაცხადა, – ამის შესახებ ინფორმაციას პოლტავას რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი, დიმიტრი ლუპინი საკუთარ ტელეგრამ არხზე ავრცელებს.

ლუპინი წერს, რომ გლოვის ნიშნად უკრაინის სახელმწიფო დროშა შავი ლენტით ჩამოიშვება საჯარო დაწესებულებებზე, ადგილობრივი თვითმმართველობის, საწარმოებისა და ორგანიზაციების შენობებზე.

მისივე ცნობით, დაწესდა შეზღუდვები გასართობ ღონისძიებებზე და აიკრძალა გასართობი მუსიკა სავაჭრო და კვების დაწესებულებებში.

banner
წინა სტატიაშიპაპუაშვილი – პოლიტიკაში პირდაპირ ჩართულია რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რაც მათ ნეიტრალობას ეწინააღმდეგება, მოვუწოდებ მათ, რეორგანიზდნენ პარტიად
შემდეგი სტატიაპაპუაშვილი – შემოწმების აღმოჩნდა, რომ ტვირთი სანქცირებული იყო და გემი უკან გაბრუნდა