23.8 C
Tbilisi
შაბათი, აგვისტო 15, 2026
banner

პოლონურმა გამანადგურებლებმა ბალტიის ზღვის თავზე რუსულ სადაზვერვო თვითმფრინავს გზა გადაუჭრეს

პოლონეთის თავდაცვის მინისტრი ვლადისლავ კოსინიაკ-კამიში ინფორმაციას ავრცელებს, რომ პოლონურმა გამანადგურებლებმა ბალტიის ზღვის თავზე რუსულ სადაზვერვო თვითმფრინავს გზა გადაუჭრეს.

შუადღემდე, ბალტიის ზღვის თავზე, ქალაქ ლებას ჩრდილო-დასავლეთით 60 კილომეტრში, ჩვენი თვითმფრინავების მორიგე წყვილმა რუსულ სადაზვერვო თვითმფრინავ „ილ-20“-ს გზა გადაუჭრა. ჩვენი საჰაერო სივრცის დარღვევას ადგილი არ ჰქონია. თვითმფრინავი საერთაშორისო საჰაერო სივრცეში ფრენის გეგმის გარეშე, გათიშული ტრანსპონდერით დაფრინავდა. პოლონეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები უწყვეტად აკონტროლებენ ჩვენს უსაფრთხოებას აღნიშნულ ზონაში და საზღვრის დასაცავად შესაბამის ზომებს იღებენ.”,- წერს პოლონეთის თავდაცვის მინისტრი ვლადისლავ კოსინიაკ-კამიში.

banner
წინა სტატიაშისაგამოძიებო მედია „მონიტორის“ facebook-გვერდი აღდგა
შემდეგი სტატიახაბეიშვილი: ასეთი სუსტი არასდროს ყოფილა საქართველოში “ხელისუფალი”