პოლონური „კრაბები“ უკვე ფრონტზეა – რეზნიკოვი

პოლონური თვითმავალი საარტილერიო დანადგარები AHS Krab უკვე ფრონტზეა და მზად არის ოკუპანტების გასანადგურებლად. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა განაცხადა. ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს.

„პოლონური „კრაბები“ საბრძოლო ამოცანების შესასრულებლად მზად არის. М777-ის, FH70-ის, Ceasar-ის და М109А3-ის შემდეგ ეს უკვე მე-5 ტიპის საარტილერიო სისტემაა, რომელიც ჩვენ გამოგვიგზავნეს. ყველას კალიბრი 155 მმ-ია“ – განაცხადა რეზნიკოვმა.

მინისტრის თქმით, თავდაცვის უწყებამ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს საერთო ჯამში 150 ერთეული 155 მმ-იანი საარტილერიო დანადგარი გადასცა. მისივე თქმით, საარტილერიო დანადგარების ჭურვების რაოდენობა 10%-ით აღემატება საბჭოთა ჭურვების რაოდენობას, რაც უკრაინას ომის დაწყებამდე გააჩნდა. ნატოს სტანდარტის, 155 მმ-იანი ჭურვების ეფექტიანობა და სიზუსტე ბევრად მაღალია, შესაბამისად მათი ხარჯიც ნაკლები იქნება.

მინისტრის თქმით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ასევე გადაეცათ საბჭოთა წარმოების რეაქტიული სისტემები, ათასობით ჭურვი, ნაღმმტყორცნები და მათი ჭურვები, რამაც ჯარის ბრძოლისუნარიანობა მნიშვნელოვნად გაზარდა.

banner
წინა სტატიაშირუსეთი მზადაა, წარმოადგინოს კარტოგრაფიული მასალა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დელიმიტაციისთვის – ლავროვი
შემდეგი სტატიაევროპარლამენტი გმობს საქართველოში ჟურნალისტების მიმართ დაშინების, მუქარისა და ძალადობის და დევნის შემთხვევების მზარდ რაოდენობას, მათ შორის მედიის მუშაკებისა და მფლობელების მიმართ სისხლის სამართლის გამოძიებების მზარდ რაოდენობას – ევროპარლამენტის რეზოლუცია