პოლონურ ატლასში აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არის აღნიშნული

პოლონეთში გამოცემულ მსოფლიოს გეოგრაფიულ ატლასში აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არის აღნიშნული. ატლასი გაყიდვაშია და ის გუშინ “თაიმერის” ჟურნალისტმა შეიძინა.
“ატლასი დიდი ფორმატის 208 გვერდიანი გამოცემაა, მასზე, როგორც წარწერიდან ჩანს, მეცნიერთა თორმეტკაციანი ჯგუფი მუშაობდა, მათ შორის, ორი დოქტორი. გამოცემა “ატლასმა” წიგნი 2014 წელს დაბეჭდა და ის დღემდე იყიდება წიგნების მაღაზიებში. ჩვენ გუშინ შევიძინეთ ქალაქ ტორუნში” – ამბობს “თაიმერის” ჟურნალისტი.

საინფორმაციო სააგენტო ამ დღეებში დაუკავშირდება პოლონეთის საელჩოს საქართველოში და პოლონურ გამოცემას კომენტარისთვის.

 

 

 

 

banner
წინა სტატიაშიზვავსაშიშროების გამო გუდაური-კობის მონაკვეთზე მოძრაობა აიკრძალა
შემდეგი სტატია16-დან 30 ნოემბრის ჩათვლით უკრაინაში ახალი ქართული კინოს XIV ფესტივალი გაიმართება