პოლონეთში უკრაინელები ცემეს წინადადების გამო, რომ ლვოვი უკრაინას ეკუთვნის

პოლონეთის ქალაქ რაშევში უცნობებმა უკრაინელი სტუდენტები იმის გამო ცემეს, რომ შეკითხვაზე, თუ ვის ეკუთვნოდა ქალაქი ლვოვი, მათ უპასუხეს, რომ ლვოვი უკრაინაშია.
უკრაინის მოქალაქეები სასწავლებლიდან სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში ბრუნდებოდნენ. ისინი ხუთმა ახალგაზრდა პოლონელმა გააჩერა, რომელთაც დასვეს კიდეც ლვოვის შესახებ შეკითხვა. პასუხს კონფლიქტი მოყვა.
თავდამსხმელები პოლიციამ მოგვიანებით დააკავა.

ლვოვი პოლონეთს 1919-1939 წლებში ეკუთვნოდა, ასევე, 1772 წლამდე.

banner
წინა სტატიაშიარ გამოვრიცხავ, რომ პრეზიდენტის ზოგიერთი შენიშვნა გაზიარებული იქნას, ზოგიერთი -არა
შემდეგი სტატია“ენმ”-ს წევრებმა ევროპის სახალხო პარტიის ასამბლეაზე “გაზპრომზე” და გიორგი ცერცვაძის საქმეზე ისაუბრეს