პოლონეთში, თავის მოვლის საშუალებების ქურდობის ბრალდებით, 3 ქართველი დააკავეს

პოლონეთში თავის მოვლის საშუალებების ქურდობის ბრალდებით 3 ქართველი დააკავეს – პოლონური მედიის ცნობით, საქართველოს მოქალაქეები მაღაზიებსა და აფთიაქებს ძარცვავდნენ. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ საქართველოს 34 წლის მოქალაქე ერთ-ერთ აფთიაქში ქურდობის დროს, დაცვის თანამშრომელმა შეამჩნია და დაიჭირა. კაცს პიჯაკის ქვეშ, ჩხრეკისას, მოპარული სუნამოები უპოვეს. მოპარული ნივთების ღირებულება 2 000 ზლოტზე მეტად ფასდება.

როგორც მედია წერს, იმავე დღეს მისი კიდევ ორი თანამზრახველი, 36 და 38 წლის ქართველები დააკავეს,
რომლებმაც ბელსკო-ბიალას ერთ-ერთი აფთიაქიდან დაახლოებით 2 000 ზლოტის ღირებულების კრემები მოიპარეს.

დანაშაული 3 თვიდან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ვადოვიცის რაიონულმა სასამართლომ დაკავებულებს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.

banner
წინა სტატიაშიემანუელ მაკრონი – არ უნდა დავუშვათ რუსეთს გამარჯვება, რადგან მაშინ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება ევროპისა და მთელი რუსეთის მეზობელი ქვეყნების უსაფრთხოება
შემდეგი სტატიაკახა კალაძე – ჩვენ რომ მოგვიწიოს მუშაობა, მე, ჩემს მოადგილეებს, ჩვენს თანამშრომლებს, წერეთელზე საგზაო სამუშოები იანვრის ბოლოს უნდა დამთავრდეს და ეს პირობა აუცილებლად შესრულდება