პოლონეთში თაღლითობის ბრალდებით საქართველოს 1 და უკრაინის 2 მოქალაქე დააკავეს

პოლონეთში თაღლითობის ბრალდებით საქართველოს 1 და უკრაინის 2 მოქალაქე დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებმა ქალაქ ჩელმის 58 წლის მცხოვრებელს 200,000 ზლოტის ოდენობის თანხა მოტყუებით წაართვეს.

როგორც დაზარალებული პოლიციელებთან საუბრისას ამბობს, დაკავებულები მას ერთ-ერთი ბანკის თანამშრომლების სახელით გაეცნენ და სესხის დამტკიცებისთვის თანხმობა სთხოვეს. ქალმა მათ უარი განუცხადა, აუხსნა რომ ანგარიშები სხვა ბანკში ჰქონდა განთავსებული და ტელეფონი გათიშა.

მალევე მსხვერპლს სხვა პიროვნება დაუკავშირდა, რომელმაც თავი იმ ბანკის თანამშრომლად გააცნო, რომელშიც მას ანგარიშები ჰქონდა. ბანკის ყალბმა თანამშრომელმა ქალს უთხრა, რომ მის ანგარიშებს საფრთხე ემუქრებოდა თაღლითობის მცდელობის გამო და თანხის დაცვის “გაუმჯობესებული მეთოდი” შესთავაზა, რასაც მსხვერპლი დაეთანხმა. შესაბამისი ინფორმაციის მოპოვების შემდეგ, დამნაშავეებმა მისი ანგარიშიდან თანხის გატანა შეძლეს.

სავარაუდო დამნაშავეები მალევე დააკავეს ადგილობრივმა სამართალდამცველებმა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

banner
წინა სტატიაშიFacebook მსოფლიოს მასშტაბით შეფერხებით მუშაობს. სოციალური ქსელით სარგებლობა უჭირთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც
შემდეგი სტატიაპუტინმა რუსულ არმიაზე “ყალბი ამბების” გამავრცელებლებისთვის ქონების ჩამორთმევის კანონს ხელი მოაწერა