პოლონეთში სუნამოების ქურდობის ბრალდებით, 21 წლის ქართველი დააკავეს

პოლონეთში, გდანსკში სუნამოების ქურდობისთვის 21 წლის ქართველი დააკავეს. პოლონური მედიის ცნობით, მან 37,5 ათასი ზლოტის ( 9 479 დოლარის) ღირებულების სუნამოები მოიპარა სხვადასხვა მაღაზიებიდან ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის – გდანსკი, კრაკოვიც, კატოვიცე, ვარშავა.

პროკურორი ეჭვმიტანილის დროებით დაკავებას ითხოვს. დანაშაული 10 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.

მედია წერს, რომ ოთხშაბათს, გდანსკში, პოლიციის თანამშრომლებმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს შენიშნეს რამდენიმე პირი, რომლებიც ჩხუბობდნენ. აღმოჩნდა, რომ დაცვის თანამშრომელმა პირი ქურდობის დროს გამოიჭირა.

banner
წინა სტატიაშიDRI: რაჭის პროტესტის ორ მონაწილესთან დაკავშირებით მიღებული განსხვავებული გადაწყვეტილება აუარესებს გამოხატვის თავისუფლების დაცვის სტანდარტს
შემდეგი სტატიაპუტინი არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებელ კანდიდატად მიიღებს