პოლონეთში, შესაძლებელია, Huawei აიკრძალოს

Huawei-ის პოლონური განყოფილების ჯაშუშურ სკანდალში გახვევასთან დაკავშირებით, ქვეყანამ, შესაძლებელია კომპანიის პროდუქტზე აკრძალვა დააწესოს – ამის შესახებ კვირას,  პოლონეთის ციფრული ტექნოლოგიების დანერგვის სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა კაროლ ოკონსკიმ განაცხადა. მისი თქმით, პროდუქტი აიკრძალება სახელმწიფო დაწესებულებებში, ასევე, მიიღებენ ისეთ საკანონმდებლო ნორმას, რომელიც კერძო პირებს მასზე წვდომას აუკრძალავს.

პოლონეთში ჯაშუშობის ბრალდებით ჩინელი ბიზნესმენი დააკავეს – 11 იანვარს ქვეყნის შინაგანი უსაფრთხოების სააგენტომ გაავრცელა. გარდა ამისა, დაკავების ორდერი გაიცა პოლონეთის მოქალაქეზეც – ორივე მათგანი პოლონეთისთვის ზიანის მიყენების მიზნით ჩინეთის დაზვერვასთან თანამშრომლობაში არიან ეჭვმიტანილი.
ჩინეთის მოქალაქე Huawei-ს პოლონეთის ფილიალის ხელმძღვანელია. პოლონეთის მოქალაქე ფრანგულ მობილურ ოპერატორ Orange-ში კიბერუსაფრთხოების საკითხებზე კონსულტანტად მუშაობდა და მანამდე პოლონეთის სპეცსამსახურების შტატი იყო. Orange-სა და Huawei Technologies-ში უკვე ჩატარდა ჩხრეკები.

banner
წინა სტატიაშითეირანი პოლონეთს “ანტიირანული კონფერენციის” გამო ემუქრება
შემდეგი სტატიააშშ-ს კონგრესი ტრამპის წინააღმდეგ სპეცსამსახურების მიერ გამოძიების შესახებ ინფორმაციას გადაამოწმებს