პოლონეთში სარკინიგზო ავარიას მსხვერპლი მოჰყვა.
როგორც პოლონური მედია იუწყება, სარკინიგზო ავარია პოლონეთის ქალაქ როგოზნოს მახლობლად მოხდა, რის შედეგადაც, ერთი ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა.
სახანძრო სამსახურის ცნობით, როგოზნოდან პოზნანისკენ მიმავალ მატარებელს სატვირთო ავტომობილი შეეჯახა, რის შემდეგაც, მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა, ხოლო სატვირთოს ცეცხლი გაუჩნდა.
შემთხვევის შედეგად სატვირთო ავტომობილის მძღოლი დაიღუპა.















