პოლონეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს

პოლონეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. პოლონური მედიის ცნობით, ინციდენტი ლიპნიცის დასახლებაში მოხდა. გავრცელებული ცნობით, მოკლული 24 წლისაა.

კიდევ ერთი საქართველოს მოქალაქე, 38 წლის მამაკაცი დაშავებულია. ჟურნალისტების ცნობით, ჩხუბი ლიპნიცაში მცხოვრებ საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებს შორის მოხდა.

ინციდენტის მონაწილეებმა ცივი იარაღი გამოიყენეს. მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია საქართველოს ორი და უკრაინის ერთი მოქალაქე.

banner
წინა სტატიაშიდარწმუნებული ვართ, რომ ლადო კახაძე გაამდიდრებს საქართველოს პარლამენტს
შემდეგი სტატიაქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც ქმარმა დანით 6 ჭრილობა მიაყენა, უკიდურესად მძიმეა