19.8 C
Tbilisi
კვირა, მაისი 17, 2026
banner

პოლონეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს

პოლონეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს.როგორც ირკვევა, გარდაცვლილი თელავის მკვიდრი, 37 წლის გიორგი ჭილაშვილია. პოლონეთის პოლიციამ მის ცხედარს 25 აპრილს მიაგნო. ახლობლების ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცს სხეულზე დანით მიყენებული მრავლობითი ჭრილობები აღენიშნება.
მათივე თქმით, გიორგი ჭილაშვილი პოლონეთში პერიოდულად სამუშაოდ დადიოდა.
მომხდარ ფაქტზე პოლონეთის პოლიციამ გამოძიება დაიწყო. გარდაცვლილი ამ დროისთვის ექსპერტიზაზეა გადასვენებული. გიორგი ჭილაშვილის საქართველოში გადმოსვენება მხოლოდ ექსპერტიზის დასრულების შემდეგ იქნება შესაძლებელი,-ინფორმაციას მთავარი ამბები კახეთიდან ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიბექა კობახიძე მეუფე ისაიაზე: საოკუპაციო ხაზზე მცხოვრები მწყემსმთავრის უცნობი ისტორია
შემდეგი სტატიაკახა კალაძე – პრემიერ-მინისტრს მარკო რუბიოსთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა, მაისში დელეგაციასაც ველოდებით